დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა რაოდენობის ტურისტი მიიღო საქართველომ 2024 წელს - საქსტატის მონაცემები

რა რაოდენობის ტურისტი მიიღო საქართველომ 2024 წელს - საქსტატის მონაცემები

30-01-2025 12:09:00

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 78.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 17.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2024 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 19.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.4 მილიონი), თურქეთისა (1.3 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 41.8 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.4 მილიონი და 2.5 მილიონი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2024 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4 პროცენტით გაიზარდა და 2 211.2 ლარი შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები