„ჰენდი“ პირველი ქართული მაჯის ხის საათების ბრენდია, რომელიც გარდა საათებისა სხვა აქსესუარებსაც აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლოზ გიგაიამ განაცხადა, „ჰენდი“ მოკლე პერიოდში ტყავის კატეგორიის დამატებასაც გეგმავს.
„გვაქვს ხის სათვალეები, საათები და სამაჯურები. გვინდა, რომ მოკლე პერიოდში ტყავის კატეგორიაც დავამატოთ. კერძოდ, საფულეები, საბარათეები, პრემიუმ კლასის ჩანთები, რომელიც მალე დაგვემატება. მხოლოდ ეგ არ იქნება შემდგომ სხვა რაღაცებსაც დავამატებთ, მაგრამ ახლა უკვე რაზეც ვმუშაობთ არის, რომ ჩანთები დავამატოთ, საფულეები ქალის და კაცის და მსგავსი ტყავის აქსესუარები“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გიგაია.
მისივე თქმით, აქსესუარებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ „ჰენდი“ აქტიურად გეგმავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
„პროცენტულად, რომ ვთქვა, სადღაც 60-40-ზე არის. ძირითადად, უცხოელები უფრო არიან და უცხოელებმა უფრო იციან მსგავსი რაღაცების ფასი. იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ. ჩვენთანაც რა თქმა უნდა არიან, მაგრამ უცხოურ ბაზარზე უფრო არის მოთხოვნილება. უცხოურ ბაზარზეც ვაპირებთ გასვლას, Etsy.com რომ არის საიტი მანდ გვინდა, რომ უკვე განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია და ვნახოთ როგორ იქნება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გიგაია.
„ჰენდი“ საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს ტურისტულ ლოკაციაზე.
„2024 წელს საშუალოდ შევაფასებდი. ვეცადეთ რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტემპი და სტაბილურად გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა.
ჩვენ, სანამ COVID-19 ვირუსი დაიწყებოდა გვქონდა ჩვენი მაღაზია ლესელიძის ქუჩაზე, ტურისტულ ზონაში და სამწუხაროდ მოგვიწია დახურვა. გვინდა, რომ თუ გამოგვივიდა ისევ გავხსნათ ჩვენი მაღაზია, ისევ იგივე ადგილას. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ გვინდა რომ ახალი პროდუქტიც და უცხოური ბაზრის ათვისებაც მაღაზიასთან ერთად მოხდეს რომ გვქონდეს ჩვენი ლოკაცია “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გიგაია.
კომპანიამ საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო მცირე ზომის აქსესუარების დამზადებით.
„ყველაფერი 2016 წელს დაიწყო. ტექნოპარკმა, ინოვაციების სააგენტომ გამოაცხადა, ანუ სტარტაპ დონეზე, ვისაც რა იდეა ექნებოდა, რომ წამოეწყო და მათი დახმარებით განგვეხორციელებინა. დანადგარები ჰქონდათ ძალიან ბევრი, ხალხი ჰყავდათ მენტორებს, რომ ეძახიან. თავიდან ვამზადებდით ბლოკნოტებს და მსგავს პატარა-პატარა აქსესუარებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გვიყვარდა მეც და ჩემს მეუღლესაც მაჯის საათები ვიფიქრეთ, რომ არ არის საქართველოში, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა არის მსგავსი ხის საათები და რატომაც არა გვეცადა რა გამოგვივიდოდა. ეს ყველაფერი, რომ დავიწყეთ იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოწონება ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა, გადავზარდოთ ეს უკვე ცოტა მსხვილ მასშტაბებში. აქედან, უკვე დავიწყეთ ნელ-ნელა. შევიძინეთ ჩვენი პატარა დანადგარი, შემდეგ გრანტიც მოვიპოვეთ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვითარდებით ასე ვთქვათ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გიგაია.
უახლესი
3 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა4 საათის წინ
ლარი გამყარდა