დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დაწია

15-12-2024 19:03:00

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დაწია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება „ასახავს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ქვეყნის საჯარო ფინანსები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო წლებში“, იმის გამო, რომ „პოლიტიკური ფრაგმენტაცია უფრო მეტად ხელს უშლის მნიშვნელოვან ფისკალურ კონსოლიდაციას“, აღნიშნავს სააგენტო.

„სააგენტო Moody's-მა გამოაცხადა საფრანგეთის რეიტინგის ცვლილება, რაც ხაზს უსვამს ბოლო საპარლამენტო მოვლენებსა და ამჟამინდელ გაურკვევლობას ჩვენი საჯარო ფინანსების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მე ამას ვითვალისწინებ“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ანტუან არმანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები