ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ მომხმარებლებს სარვამარტოდ შოკოლადის სპეციალურ ფილას სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, შოკოლადის ფილაზე დატანილი იქნება წარწერა „გილოცავთ ქალთა დღეს“.
„შოკოლადის ფილები მოთავსებულია სხვადასხვა ზომის შეფუთვებში. მომხმარებელს შეუძლიათ მისი შეძენა როგორც ცალკე, ასევე ბომბონებთან ერთად სხვადასხვა სხვადასხვა ტიპის ბოქსებში.
შოკოლადის ფილის ფასი 30 ლარია, ხოლო 8 ბომბონთან ერთად ბოქსში კი 64.95 ლარი ღირს, 17 ბომბონთან ერთად კი 99.95 ლარი“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.
ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკის მფლობელის თქმით, სარვამარტოდ „შიკოტელას“ აქვს როგორც კორპორატიული შეკვეთები, ასევე ელოდება საცალო გაყიდვების ზრდას.
„8 მარტისთვის გვაქვს როგორც კორპორატიული შეკვეთები, ასევე ველოდებით საცალო გაყიდვების ზრდასაც. შარშანდელი მონაცემებით გაყიდვები 3 მარტს უფრო მეტი იყო ვიდრე 8 მარტს. საუბარია 10%-იან მეტობაზე. წელს ვნახოთ, ჯერჯერობით არ ვიცი რა იქნება 8 მარტისთვის“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.
უახლესი