სად მოხვდებით ოქტომბერში ყველაზე ბიუჯეტურად - ავიაბილეთები დაბალი ფასიდან
07-08-2023 19:00:45
ზაფხულის ტურისტული მაღალი სეზონის შემდეგ შემოდგომის რეისებზე ავიაბილეთებზე ფასების კლება დაიწყო.
საქართველოდან ყველაზე იაფად მოხვედრა ევროპაში კი Wizz Air-ის რეისებითაა შესაძლებელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და ფრენებს ევროპის გარდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებითაც ასრულებს.
ოქტომბრის ავიაბილეთების მიხედვით, Wizz Air-ის რეისებით ყველაზე იაფად მოხვედრა სალონიკში, კატოვიცეში, კრაკოვში, გდანსკში ან ლარნაკაში სულ რაღაც 89 ლარიდანაა შესაძლებელი.
რა ღირს ოქტომბერში , Wizz Air-ის ავიაბილეთები:
- ქუთაისი-სალონიკი - 89 ლარიდან
- ქუთაისი-კატოვიცე - 89 ლარიდან
- ქუთაისი-კრაკოვი - 89 ლარიდან
- ქუთაისი-გდანსკი - 89 ლარიდან
- ქუთაისი-ლარნაკა - 89 ლარიდან
- ქუთაისი-აბუ დაბი - 99 ლარიდან
- ქუთაისი-ვროცლავი - 99 ლარიდან
- ქუთაისი-ვენა - 119 ლარიდან
- ქუთაისი-ვარშავა - 119 ლარიდან
- ქუთაისი-პოზნანი - 119 ლარიდან
- ქუთაისი-ბუდაპეშტი - 119 ლარიდან
- ქუთაისი-ბრიუსელი - 129 ლარიდან
- ქუთაისი-ბერლინი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-მემინგენი/მიუნხენ-ვესტი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-ჰამბურგი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-მილანი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-ათენი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-რომი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-ვილნიუსი - 149 ლარიდან
- ქუთაისი-პრაღა - 159 ლარიდან
- ქუთაისი-ფრანკფურტი — ჰანი - 179 ლარიდან
- ქუთაისი-ტალინი - 189 ლარიდან
- ქუთაისი-დორტმუნდი - 199 ლარიდან
- ქუთაისი-მადრიდი - 229 ლარიდან
- ქუთაისი-პარიზი - 229 ლარიდან
- ქუთაისი-რიგა - 289 ლარიდან