დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთში ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

23-06-2023 14:14:27

23 ივნისს, რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიაში ერთ-ერთმა უდიდესმა „კლიუჩევსკაია სოპკას“ ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო.

ამის შესახებ რუსული მედია ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ფილიალის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მეცნიერთა აზრით, დაფიქსირდა სპაზმური შოკები..

„კამჩატკაზე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. ნათელი თერმული ანომალია აღინიშნება სატელიტის სურათებზე, დაფიქსირდა სპაზმური შოკები. ფერფლის გამონაბოლქვი ჯერ არ არის დაფიქსირებული", - აცხადებენ ინსტიტუტში.

მანამდე, 2022 წლის ნოემბერში კამჩატკაში კლიუჩევსკის ვულკანი (4800 მეტრი) ამოიფრქვა. დაფიქსირდა წითლად ცხელი მაგმის გამონაბოლქვი საათში 10-მდე აფეთქების სიხშირით.

გარდა ამისა, კამჩატკაში შიველუჩის ვულკანმა გაიღვიძა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 22 ივნისს, რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლთან შავ ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 4,7 მაგნიტუდა შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები