დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო ხდება

რუსეთში უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო ხდება

30-08-2023 16:02:55

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის მისაღებად განაცხადის შეტანა 1-ლი სექტემბრიდან შეეძლებათ. როგორც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება იუწყება, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე 2024-2025 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კანდიდატების მიღების კამპანია 1 სექტემბერს დაიწყება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (საქართველოში დროებითი ბინადრობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე).

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე  "განათლება რუსეთის ფედერაციაში" https://education-in-russia.com, შეავსოთ ფორმა და გაგზავნოთ გადამოწმებისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი. 
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები