რუსეთის მთავრობამ ბრინჯისა და ბრინჯის მარცვლეულის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2023 წლის 31 დეკემბრამდე დააწესა.
TASS-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი.
„რუსეთიდან ბრინჯისა და ბრინჯის ბურღულის ექსპორტზე აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გარდა ამისა, ბრინჯი და ბრინჯის ბურღული შეიძლება გაიგზავნოს საზღვარგარეთ ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლის ფარგლებში“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
უახლესი