დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი, თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის მთავარი იმპორტიორია

რუსეთი, თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის მთავარი იმპორტიორია

14-05-2023 10:00:13

თურქეთმა აპრილში ექსპორტზე 235,7 მილიონი დოლარის ღირებულების 326 ათას 20 ტონა ახალი ბოსტნეული და ხილი გაიტანა.

ამის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ახალი ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ფერჰატ გურუზმა განაცხადა. 

„ყველაზე მეტი პომიდორი ექსპორტირებულია აპრილში (ზრდა 16 პროცენტით) - $69,3 მლნ. გარდა ამისა, თურქეთიდან უცხო ქვეყნებში  28,8 მილიონი დოლარის წიწაკა გავიდა. მიწოდება ასევე გაიზარდა 16 პროცენტით. ლიმონის ექსპორტი კი გასულ თვეში 12 პროცენტით - 28,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, რუსეთი გასულ თვეში ახალი თურქული ხილისა და ბოსტნეულის მთავარი იმპორტიორი იყო. თურქეთიდან რუსეთში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი გასულ თვეში 25 პროცენტით გაიზარდა და 58,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ პროდუქციის იმპორტიორთა სამეულში ასევე მოხვდნენ რუმინეთი და უკრაინა.

რუმინეთში მიწოდება გაიზარდა 30 პროცენტით 35,1 მლნ აშშ დოლარამდე, უკრაინაში 40 პროცენტით და 19,6 მილიონ დოლარამდე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები