ტანსაცმლის ქართული ბრენდი „რუმორი“ საფრანგეთში, საერთაშორისო გამოფენა Who’s Next -ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მონაწილეობდა.
როგორც „რუმორის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკუნა გოგიბედაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, საფრანგეთში გამოფენაზე წარმოადგინეს შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელშიც შედიოდა პალტოების,პიჯაკების, პერანგების ხაზი და იტალიიდან პირველი შეკვეთაც მიიღეს.
„სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ჩვენი კოლექციით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნების ბაიერები. აქედან ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს არის ერთ-ერთი სავაჭრო ქსელი იტალიაში, კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც“ - ამბობს მაკუნა გოგიბედაშვილი.
იტალიის ბაზარზე „რუმორის“ პალტოების კოლექცია ზაფხულში შევა, ხოლო გაყიდვაში იტალიის სავაჭრო ქსელში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ჩაეშვება. შეგახსენებთ, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საფრანგეთში წარმოდგენილი იყო აქსესუარების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან იყო 6 კომპანია და მათ შორის ერთ-ერთი „რუმორი“.
2024 წელს „რუმოროი“ გეგმავს საწარმოში ISO-ს ხარისხის დანერგვას, რაც ექსპორტზე გასვლის პროცესს გაამარტივებს.
ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 15 ადამიანი. „რუმორის“ატელიე- აუთლეთი მდებარეობს მარშალ გელოვანის 36-ში, სადაც ქართველი დიზაინერების სივრცეა განთავსებული. ასევე მომხმარებელს „რუმორის“ ნაწარმის ყიდვა შეუძლია სოციალურ ქსელებსა და ონლაინ შეუძლია.
უახლესი
13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა13 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო