დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი დარგები გაიზარდა ან შემცირდა -  II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%-ი შეადგინა

რომელი დარგები გაიზარდა ან შემცირდა - II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%-ი შეადგინა

18-09-2023 11:01:10

2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2023 წლის II კვარტალში 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემბი, 2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6 პროცენტი), მშენებლობა (22.7 პროცენტი), განათლება (19.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.0 პროცენტი), განათლება (5.3 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.

გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2023 წლის ნოემბერში 2022 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2022 წლის კვარტალური მაჩვენებლები.

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ნოემბერს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები