დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა

20-02-2024 18:00:00

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 35%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ქვეყანამ 160,127.00 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია შემოიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 246,956.00 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია, შესაბამისად კლება 35.1%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი შემცირებულია, სამაგიეროდ გაზრდილია იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება.

2024 წელს იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 1,201.07 ათასი დოლარი იყო, ხოლო 2023 წელს იანვარში განხორციელებული იმპორტის კი 277.35 ათასი დოლარი, შესაბამისად ზრდა 333%-ია. 

იანვარში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განახორციელა. ვინაიდან საქსტატის საიტზე ცალკეული ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობები დატანილი არ არის, დაანგარიშება მხოლოდ ჯამური ღირებულებით შეგვიძლია. მაშ ასე, 2024 წლის იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებაში 85%-ი აზერბაიჯანზე, ხოლო დანარჩენი 15%-ი რუსეთზე მოდის. იანვარში აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია სულ 1,022.89 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, ხოლო რუსეთიდან 178.18 ათასი დოლარის ღირებულების.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტი არ ქონია, 2024 წლის იანვარში კი საზღვარგარეთ 551.10 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. ექსპორტის 100%-ი აზერბაიჯანზე მოდის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები