მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩვენი ძირითადი სტუმრები ქართველები იყვნენ, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Ajara Glamping • აჭარა გლემფინგის თანადამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა. ზამთრის სეზონზე ტურისტულ ობიექტზე უცხოელების წილი შედარებით იზრდება და უკვე 50%-ი ადგილობრივი დამსვენებელი, ხოლო 50%-იც უცხოელია.
რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს დატვირთულობა 60%-ს შეადგენდა.
„დატვირთულობის კუთხით ჩვენს მაგალითზე გასული წელი უკეთესი იყო, ვიდრე მიმდინარე. თუმცა ეს ჩვენიდან გამომდინარე მოხდა, რადგანაც სარემონტო სამუშაოები გვქონდა და რამეები განვაახლეთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტუმრებს ვერ ვიღებდით. თუმცა უკმაყოფილოები არ ვართ ზაფხულის განმავლობაში დატვირთულობა 60%-ს შედგენა“, - განმარტავს ირაკლი თავართქილაძე.
Ajara Glamping-ი დღეისათვის 2 ერთეულ გლემპს აერთიანებს და თითოეული 4 დამსვენებელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე Ajara Glamping-ის მენეჯმენტი გლემპების რაოდენობის ზრდას არ განიხილავს, თუმცა იმავე სოფელში მეორე პროექტიც აქვს SERI • სერი, რომელიც შედარებით განსხვავებული ობიექტია.
Ajara Glamping საკუთარ სტუმრებს სურვილისამებრ კვადრატურებსა და ჩანჩქერებისა და სხვა ისტორიული ადგილების მოსანახულებლად სპეციალურ ტურებსაც სთავაზობს.
Ajara Glamping-სთვის აქტიური ტურისტული სეზონი ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით და შემდგომ ნოემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდეა.
„ძირითადად ორი ეტაპი გაქვს ზაფხულისა და ზამთრის. ზაფხულის ტურისტული სეზონი მოიცავს ივნისი, ივლისი, აგვისტო - სექტემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდს დაახლოებით. და შემდეგ ნოემბრიდან ზამთრის სეზონი მოდის და იანვრის შია რიცხვებამდე გრძელდება“, - აცხადებს Ajara Glamping-ის თანადამფუძნებელი.
ირკვევა, რომ ზამთარში უცხოელების წილი შედარებით იზრდება. გასული წლის მაგალითზე ზამთარში უცხოელი ტურისტებიდან უფრო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები აქტიურობდნენ.
Ajara Glamping-ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის 2 გლემპს აერთიანებს.
Ajara Glamping-ის კოტეჯები მდებარეობს ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ზღვის დონიდან 550მეტრზე. Ajara Glamping-ი წარმოადგენს განტვირთვის შესანიშნავ საშუალებას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ წლის ყოველი დრო ულამაზესია. კარვიდან აჭარის ულამაზესი ბუნება იშლება. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
უახლესი