დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება

როგორია ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება

09-11-2023 02:50:27

ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 3%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 66,34 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 64,67 მლნ კვტ/სთ.

რაც შეეხება 2022 წლის მაჩვენებლებს, ქართლის ქარის ელექტროსადგურის გენერაციამ 87,49 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2021 წელს კი 83,4 მლნ კვტ/სთ, ზრდა 5%-ია. 

2000 წელს კი ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 90.8 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2019 წელს კი 84.7 მლნ კვტ/სთ. 2028 წლის სტატისტიკით,  ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 84.3 მლნ კვტ/სთ იყო, 2017 წელს კი -  მლნ 87.8 მლნ კვტ/სთ.

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგური​ს მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.

ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები