ხშირად ვაწყობთ კორპორაციულ ტურნირებს. წელს გამოიკვეთა ზრდის ტენდენცია,- ამის შესახებ Business Insider Georgia - ს „ასტრა პარკში“ განუცხადეს, რომელიც თბილისში ახმეტელის მეტროსთან მდებარეობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ „ასტრა პარკში“ ინდივიდუალური ვიზიტის საფასური 30 ლარია, ხოლო ჯგუფური ვიზიტისას მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
„ასტრა პარკის“ ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიის ბაზაზე ფუნქციონირებს კარტინგის სკოლა, სადაც მსურველებს 5-6 წლის ასაკიდან იღებენ. ერთ გაკვეთილის ფასი 60 ლარია.
სკოლაში ავტორბოლის საწყისებს პროფესიონალი ინსტრუქტორები ასწავლიან. გარდა ამისა, ხშირად ტარდება ტურნირები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრების ,,ასტრა პარკის“ დიდი უპირატესობა გამორჩეული და დახვეწილი ინფრასტრუქტურაა, განსაკუთრებით გადახურული ტრეკები, რომელსაც ამიერკავკასიის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. ასტრა პარკის ტერიტორიაზე არის კარტინგი, ბილიარდი, ვიდეო თამაშები, პინგ-პონგი და შესაძლებელია დაბადების დღისა და კორპორაციული ღონისძიებების მოწყობა
,,ასტრა პარკის“ სავიზიტო ბარათია ამიერკავკასიაში ერთადერთი გადახურული ტრეკია, რომლის მსგავსი განვითარებულ ქვეყნებშიც კი იშვიათობაა. მსგავსი სერვისის დანერგვა დიდი ქალაქებისთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს შეეჭიდოს ამ პრობლემას და თბილისს დაუტოვოს მაღალი დონის გასართობი სივრცე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
„თბილისის ასტრა პარკს“ ხშირად სტუმრობენ ტურისტები. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა და მოთხოვნა უფრო მეტად კორპორაციულ ტურნირებსა და კატინგის სკოლის სერვისზეა.
ცნობისთვის, კარტინგი - სპორტული გართობაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს. მრბოლელები აღჭურვილნი არიან ჩაფხუტებითა და კისრის დამცავი სპეციალური კორსეტებით. სარბოლო მანქანები ფრანგული ფირმა SODIKART-ის წარმოების RT8 მოდელია, რომელსაც გააჩნია ჰონდას 270 კუბიანი ძრავი და მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.
„ასტრა პარკის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადახურული ტრეკი პირველად 2007 წელს მოეწყო საქართველოში. კომპანია სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა