დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებასა და ბიზნესპროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას - ირაკლი კობახიძე

დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებასა და ბიზნესპროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას - ირაკლი კობახიძე

20-12-2024 15:53:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დეკემბრის თვიდან ხელისუფლება ბიზნესგარემოს გამოცოცხლებასა და ბიზნესპროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას ელოდება.

ბიზნესგამოცემამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა:

პოლიტიკური დაძაბულობით ოპოზიციის მხრიდან თავისუფალი ბაზრისა და ბიზნესის საწინააღმდეგო მესჯებით ცდილობენ მნიშვნელოვნად დააზიანონ ბიზნესგარემო. ამავდროულად გვაქვს პანდემიის შემდგომ ინვესტიციისა და ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ძალიან კარგი მაჩვენებლები. მოახლოებულია ზამთრის ტურისტული სეზონი, ისევე როგორც მომავალ წელს გეგმავთ თუ არა მსხვილ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას? როგორი იქნება როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში ამ მიმართულებით სახელმწიფოს სტრატეგია?

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ეფექტიანად მართავს პროცესებს.

„თქვენ ხედავთ, რომ მუდმივ რეჟიმში ხელისუფლება ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ გვქონდა აქამდე ოთხი ასეთი მოვლენა და ოთხივე შემთხვევაში გვქონდა მოკლევადიანი რყევა, თუმცა ძალიან მალე ქვეყანა დავუბრუნეთ სწორი მიმართულებით განვითარებას. კონკრეტულად, ბიზნესი დავუბრუნეთ განვითარების სწორ მიმართულებას. აქაც მოხდება იგივე. როგორც იყო მცირე რამდენიმეხნიანი რყევა ლარის კურსის შემთხვევაში და მალევე დაუბრუნდა თავის ნიშნულს და კიდევ უფრო დასტაბილურდება.

იგივე ეხება ბიზნესაქტივობებსაც. იმის გამო, რომ საერთო მაკროეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი, ყველაფერი ძალიან მარტივად უბრუნდება ხოლმე პირველად მდგომარეობას. აქაც მოხდება ზუსტად იგივე. უკვე დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებასა და ბიზნესპროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები