საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Business Insider Georgia-ს ითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ დრომდე ბიზნესის 20-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდა.
გამოცემამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, როგორია მისი მიმდინარე კომუნიკაცია ბიზნესთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არ დაექვემდებარა პოლიტიკურ ზეწოლას ოპოზიციის მხრიდან. როგორია მათი მოლოდინები და როგორ აფასებენ პროცესს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მთავრობას ბიზნესთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში ექნება.
„მე მქონდა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის მსხვილ სუბიექტებთან. ალბათ 20-ზე მეტ წარმომადგენელთან მქონდა შეხვედრა. სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები. მათ შორის ეს რყევები შეეხეო ლარის კურსსაც, თუმცა, ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას. ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა თემაზე გვქონდეს მუდმივი კონსულტაციები ბიზნესთან“,- აღნიშნა კობახიძემ.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა