დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18 წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის პარკირების საშვის გაცემის დადგენილებაში არაფერი შეცვლილა - შალვა ოგბაიძე

18 წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის პარკირების საშვის გაცემის დადგენილებაში არაფერი შეცვლილა - შალვა ოგბაიძე

20-12-2024 17:28:00

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე „სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და  მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხის გაშუქებისას დასკვნები მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე გააკეთონ. განცხადება ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. 
„ვცდილობ სიტყვები შევარჩიო, თუმცა განცხადებები, რომლებიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის პარკირების საშვის გაცემის შეზღუდვას ეხებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო და სხვა არაფერი. 
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ  დადგენილებაში, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება, ერთი პწკარიც კი არ შეცვლილა. დეზინფორმაციის გავრცელებით კი მავანნი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო მარშის  მოწყობას ცდილობდნენ“,  -  აცხადებს შალვა ოგბაიძე. 
მისივე თქმით, ცვლილება 18 წლის ასაკის ზემოთ შშმ პირებს შეეხო და გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მიიღო.
„სრულწლოვანებზე საცნობი ნიშნის გაცემის წესში ცვლილებით  სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის შესაბამისი პირები ერთმანეთთან გათანაბრებულნი უნდა იყვნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის რეალური საჭიროების მიხედვით.
ნაცვლად მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე შშმ პირებისა, მიეთითა შესაბამისი სამედიცინო ცნობით დადასტურებული პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემის უფლებამოსილება“,  -  განაცხადა შალვა ოგბაიძემ. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები