დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო -ინტერვიუ გიორგი ვახტანგიშვილთან

როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო -ინტერვიუ გიორგი ვახტანგიშვილთან

10-08-2024 16:49:00

გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ სამომხმარებლო ბანკად დაასახელა. Global Finance-მა 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულები ახლახან გამოავლინა, საქართველოს ბანკმა კი ჯილდო 45 კატეგორიაში მოიპოვა როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით. წელს საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა საუკეთესო მობილბანკის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის, საუკეთესო UX-ის, ციფრული დაკრედიტების, ონლაინ შეთავაზებების, ღია ბანკინგის API-ებისა და სხვა კატეგორიებში.

Global Finance-მა, რომელიც ფინანსების სამყაროში პრესტიჟულ გამოცემადაა აღიარებული, მსოფლიოში საუკეთესო ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები უკვე 25-ედ გამოავლინა და დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა გასულ წელს 20 კატეგორიაში გაიმარჯვა. ხოლო როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 45 ჯილდო წელს და რა მნიშვნელობა აქვს ასეთ საერთაშორისო აღიარებას, ამის შესახებ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი, გვესაუბრა.

Global Finance-ის აღიარება

“ჩვენი ძალისხმევის ისეთი გლობალური გამოცემის მიერ აღიარება, როგორიც Global Finance-ია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ციფრული სერვისები თუ პროდუქტები ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე გამორჩეულია და ქმნის ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ.

Global Finance მონაწილეებს აფასებს იმის მიხედვით, თუ როგორია ფინანსური ორგანიზაციის მიერ საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივები, ციფრული საბანკო პლატფორმისა თუ აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი. შესაბამისად, ჩემი აზრით, სერვისებსა და პროდუქტებში სხვადასხვა მიმართულებით ინოვაცია და ციფრული ეკოსისტემის ერთიანი ხედვა არის ის, რამაც ეს აღიარება და გამარჯვება მოგვიტანა. ამდენი მიმართულებით აღიარება კი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ბანკის ციფრული არხები, პროდუქტები და გამოცდილება მოწინავეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც”, — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

საუკეთესო ციფრული ბანკის განვითარების გზა

“ფინანსური Super-App-ის მიმართულებით მობილბანკის ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. ეს მომხმარებლებისთვის ციფრული არხებით არა მხოლოდ საბანკო სერვისების შეთავაზებას გულისხმობდა, არამედ მათ საჭიროებებზე მორგებული სხვა ფინანსური და არაფინანსური სერვისების გაჩენასაც. მაგალითად: სადაზღვევო პროდუქტების აქტივაციის შესაძლებლობა, ყოველდღიური შეთავაზებები/ფასდაკლებები, ამერიკულ კომპანიებში ინვესტირების შესაძლებლობა, სახელმწიფო სერვისების პირდაპირ მობილბანკიდან მიღება და სხვა. ამავდროულად, აქამდე თუ სხვადასხვა არხში, გარკვეული სერვისის თუ პროდუქტის აქტივაციის ჭრილში, დამოუკიდებელი პროცესები მიმდინარეობდა, დღეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ერთი სამომხმარებლო პროცესი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ციფრული არხის ერთობლიობას ისე, რომ მომხმარებელი ამას ვერც აცნობიერებდეს და მისთვის საუკეთესო გამოცდილებას იღებდეს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რაც ციფრულ არხებში მომხმარებელზე მორგებულ UX-ში გამოიხატება. ესენია: პერსონალიზებული და რელევანტური შეთავაზებები როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური კუთხით, ფიზიკურ ფილიალში მისვლის გარეშე რეგისტრაცია პირდაპირ მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით, ჩატბოტი სწრაფი მხარდაჭერისთვის და სხვა. ცალკე უნდა გამოვყო საქართველოს ბანკის ავტორიზაციის გამოყენების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი გადახდის მეთოდების გამოყენება e-commerce საიტებზე, მათ შორის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობა, ციფრული განვადება და ა.შ. ამ ყველაფერმა მოგვცა ის შედეგი, რომ ჩვენს ციფრულ არხებს ყოველთვიურად 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს და მათი კმაყოფილება ძალიან მაღალ ნიშნულზე — 90 ქულაზე მეტია”, — დასძინა გიორგი ვახტანგიშვილმა.

სამომავლო გეგმები “ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება და მათი საჭიროებების დროულად დაკმაყოფილებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენს ციფრულ სერვისებს იყენებენ და ამ პროდუქტების განვითარებაში დიდი ჩართულობა აქვთ. ყოველდღიურად ვიღებთ მათ უკუკავშირს და მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი ციფრული არხები კიდევ უფრო გავამარტივოთ და სიახლეებით გავაფართოოთ. ამავდროულად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძლიერ გუნდს, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს და ახალი სიმაღლეების დაპყრობის მზაობა მუდმივად აქვს, რაც საერთაშორისო მასშტაბითაც არ რჩება შეუმჩნეველი. წელს ჩვენს მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლესა და გაუმჯობესებას ვპირდებით. ამასთანავე, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ოქტომბერში, Global Finance-ის “ფინალში”, მსოფლიო მასშტაბითაც მოვიპოვებთ აღიარებებს” — აღნიშნა გიორგი ვახტანგიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები