დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

02-09-2024 14:42:00

26-30 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა.  ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.48% წინა კვირასთან შედარებით და -0.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.35 - 46.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.48% წინა კვირასთან შედარებით და +2.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 196 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.10 - 32.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.22 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.20% წინა კვირასთან შედარებით და - 3.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.08 - 10.38 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 153 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები