დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს - ირაკლი ღარიბაშვილი

რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს - ირაკლი ღარიბაშვილი

19-07-2023 19:35:57

პრემიერი - რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე

 

 

თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს. 

 

„რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა, მეგობრებო და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება,"- განაცხადა პრემიერმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები