დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ იყიდა სემეკმა შენობა - დავით ნარმანიას განმარტება

რატომ იყიდა სემეკმა შენობა - დავით ნარმანიას განმარტება

28-02-2024 12:05:00

სემეკმა მიცკევიჩის ქუჩის #19-ში მდებარე შენობა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ქირაობდა, შეიძინა. როგორც Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ კი სემეკი შენობას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში დაიქირავებდა, ჯამში ქირაზე გადახდილი თანხები შეძენისთვის განსაზღვრულ თანხას გადააჭარბებდა. 

„შენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დღეს კომისიას გააჩნია საკუთრებაში არსებული ფართი. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში სემეკი და რამდენიმე ადმინისტრაციული დაწესებულება გადაიყვანეს ქუთაისში. შესაბამისად, როცა სემეკი მუშაობდა ქუთაისში, უწყებას შენობა არ ჰქონდა. შენობისთვის დაახარჯვინეს ფული, შემდეგ ეს შენობა გაუყიდეს. შემდეგ, როცა სემეკი თბილისში დაბრუნდა მას შენობა არც ქუთაისში ჰქონდა და არც თბილისში.

2013 წლიდან 2023 წლამდე, 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ნაქირავებ შენობაში და საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა იჯარაში. ამიტომაც კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით თანხას და შესაბამისად შენობა, რომელსაც ვქირაობდით შეფასდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ და მოხდა ამ შენობის შეძენა.

დღეს კომისიას, როგორც გამართულ ადმინისტრაციულ დაწესებულებას აქვს თავისი, ენერგოეფექტური შენობა. შენობის სახურავზე განთავსდა მზის პანელები და დიდწილად საკუთარ ენერგიას მოვიხმართ. მე როგორც ეკონომისტი ყოველთვის ციფრებით ვუყურებ და გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც ციფრებიდან გამომდინარე ვიღებ. თუ ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი ვიქირავებდით ჯამში ამ შენობის ქირაზე გადახდილი თანხები შეძენისთვის განკუთვნილ თანახას გადააჭარბებდა. 

ამიტომ მივიღეთ შეძენის გადაწყვეტილება და ამიერიდან შენობის იჯარაზე კომისია თანხას აღარ დახარჯავს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ევრონაცების“ მიერ თემის „აწევა“, რომ სემეკმა შენობა შეიძინა და ამით დაიქცა ქვეყანა, რეალურ საფუძველს მოკლებულია. მათ შევახსენებ, რომ თავის დროზე კომისიას როგორ დაახარჯვინეს ფული შენობის მშენებლობისთვის და მერე როგორ გაუყიდეს ეს შენობა. საინტერესო ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ, თუ კიდე განაგრძობენ ამ თემაზე პედალირებას“, - აცხადებს დავით ნარმანია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები