დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გვჭირდება მონაცემები ბიზნესის სამართავად და როგორ გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის ბიზნესმენეჯერი

რატომ გვჭირდება მონაცემები ბიზნესის სამართავად და როგორ გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის ბიზნესმენეჯერი

20-06-2024 19:59:00

ბაზარზე სულ უფრო მეტი  ახალი კომპანია ჩნდება, რომელიც  მომხმარებლების ყურადღების მიქცევას ცდილობს. ამ მზარდ კონკურენციაში კი გამორჩეულ ადგილს მხოლოდ ერთეულები იკავებენ.  შეზღუდული რესურსების გამო, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები დგანან, თუმცა, ფაქტია, რომ  მონაცემების სწორი ანალიზით, მათ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოიპოვება შეუძლიათ. მსოფლიოში ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

როგორ გავაუმჯობესოთ პროდუქტი? როგორ დავაკვირდეთ მომხმარებლების სურვილებსა და ქცევებს? როგორ მისწვდეთ სწორ აუდიტორიას და ვაქციოთ ისინი ერთგულ მომხმარებლებად? - ამ და კიდევ ბევრ მსგავს შეკითხვას ერთი პასუხი აქვს - მონაცემების ანალიზით.

როგორ შეგვიძლია მონაცემებზე დაკვირვება?

ბიზნესებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს ბანკმა ერთ ციფრულ პროდუქტში - ბიზნეს მენეჯერში გააერთიანა.  ეს ინოვაციური ხელსაწყოა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

ბიზნეს მენეჯერი გადახდების მენეჯერს, API მენეჯერს და Ads Manager-ს აერთიანებს. მათი მეშვეობით შესაძლებელია გადახდების ონლაინ ფუნქციონალების გამოყენება, API სერვისების ინტეგრაცია, შეთავაზებების შექმნა და ბანკის 1 400 000-მდე მომხმარებელთან დაკავშირება. რაც მთავარია, ესაა სივრცე, სადაც ბიზნესები მომხმარებლისა და გადახდების ზუსტ ანალიტიკას აკვირდებიან.

როგორ გამოვიყენოთ ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკა?

ბიზნეს მენეჯერში შესვლა მარტივად, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლითაა შესაძლებელი, რომელსაც ბიზნეს ინტერნეტ ან მობილბანკში იყენებთ. ამის შემდეგ კი წვდომას მიიღებთ ვრცელ ანალიტიკურ მონაცემებზე - ნახავთ გრაფიკების სახით წარმოდგენილ მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორც მიღებული გადახდების, ასევე თქვენი მომხმარებლების შესახებ. მათ შორის: გადახდების ანალიტიკას და მომხმარებელთა ანალიტიკას.

გადახდების ანალიტიკის გვერდზე დაგხვდებათ მიმდინარე თვის სტატისტიკა: მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდები, საშუალო გადახდები, ჯამური თანხა და სხვა დეტალები. მათი დეტალური ანალიზისთვის კი შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმს დააკვირდეთ. მათ შორის: გადახდის არხებს, სეგმენტს, პერიოდს და ა.შ. შედეგად მიიღებთ ინფორმაციას შემოსავლების დინამიკაზე, საპასუხოდ კი დაგეგმავთ შეთავაზებებს სწორ არხებში, სწორი აუდიტორიისთვის.

რაც შეეხება მომხმარებელთა ანალიტიკას, აქ ნახავთ, რა სეგმენტის, დემოგრაფიული მონაცემების, ინტერესებისა და შემოსავლების მქონე პირები არიან თქვენი პროდუქტით ან სერვისით დაინტერესებული. მათი ქცევის ანალიზით კი კონკრეტული მიზნების დასახვასა და აღსრულებას შეძლებთ.

შედეგად კი:

  • თვალყურს ადევნებთ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს;
  • შეძლებთ, დაგეგმოთ ეფექტიანი მარკეტინგული კამპანია მომხმარებლების სწორი სეგმენტისთვის.
  • ხელს შეუწყობთ კომპანიაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც მთავარია, ეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად და გამოსაყენებლად ეწვიეთ ამ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები