დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას უკავშირდება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება - სებ-ის განმარტება

რას უკავშირდება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება - სებ-ის განმარტება

08-01-2024 16:28:00

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაში წერია, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-0.2%) და ამის მიზეზი პირველ რიგში საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია.

„შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას წლიურად გაძვირებული მომსახურება (6.6%) განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.6 პპ-ია, შესაბამისად, მომსახურების გამოკლებით ადგილობრივი ინფლაცია ნულის ტოლია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას (1.5 პპ მომსახურების ინფლაციაში) აქვს“, - განმარტავენ სებ-ში.

საგულისხმოა, რომ 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება წითელ ზღვაში მიმდინარე კონფლიქტის ხანგძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები