2023 წლის ბოლოსთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1 489 400 ადამიანი იყო რეგისტრირებული, რაც გასულის წლის მაჩვენებლებთან 10%-იან ზრდას აჩვენებს.
2022 წლისთვის დაგროვებითი პენსიის რეგისტრირებულ მონაწილეთა რიცხოვნობა 1 359 900 შეადგენდა, 2021 წელს კი 1 235 900 ათასს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საპენსიო აქტივების პორტფელის ჯამურმა ზომამ (ფონდის ღირებულება), 4,357.2 მლნ. ლარი შეადგინა, 2022 წელს კი 2,947.1 მლნ ლარი, ზრდა 48%-ია.
გასულ წელს ამონაგებმა საინვესტიციო პორტფელების მიხედვით 867.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან 98%-იანი ზრდაა. 2022 წელს საინვესტიციო ამონაგებმა 437.0 მლნ ლარი შეადგინა.
ამონაგები სრულ პერიოდზე საინვესტიციო პორტფელების მიხედვით 2023 წელს იყო 58.2%-, ხოლო 2022 წელს 40.8%-ი.
2023 წელს წლიური ამონაგები (ჯამი) 430.5 მლნ ლარით განისაზღვრა, 2022 წელს კი 171.8 მლნ ლარით, ზრდა 151%-ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საპენსიო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს საპენსიო დანაზოგით მოსარგებლეთა რაოდენობამ 6,717 შეადგინა, 2022 წელს კი 2,970.0, ზრდა 126%-ის დონეზეა.
გასულ წელს დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების რიცხოვნობა თვეში საშუალოდ 10,025 ადამიანს შეადგენდა, 2022 წელს კი 10,336 ადამიანი.
უახლესი