ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 568 560 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 22 528 458 ათასი ლარია.
2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 691 795 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 22 340 819 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 153 618 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 437 493 ათასი ლარია.
აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 064 737 ათასი დოლარია, ანუ 15 945 406 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB)
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
21 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს40 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”