„ამბოლი“ ჩართულია უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში და გვიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით საბურავების სეზონური ჩანაცვლების კულტურა მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ტენდენციის შედეგად პოზიტიური პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ქართველი ავტომფლობელები მეტად ზრუნავენ გადაადგილებისას საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე.
„სახელმწიფომ გადადგა ამ კუთხით საკმაოდ დიდი ნაბიჯი, როგორც დაანონსდა, შესაძლებელია 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე დაწესდეს შეზღუდვები ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაადგილებაზე.
აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოებას ზამთარში. ჩვენთან საბურავების ჩანაცვლება ხშირად, ასოცირდება მხოლოდ გაწეულ არასასურველ ხარჯთან, აუცილებელია, გვახსოვდეს ის უპირატესობების, რაც სწორი საბურავით გადაადგილებას ახლავს. გამოცდილება ადასტურებს, რომ გადაადგილება სეზონის შესაბამისი საბურავით არის ბევრად უსაფრთხო, უმჯობესდება გზის საფარზე მოჭიდება, მცირეა სამუხრუჭე მანძილი და მძღოლს აქვს მანევრირების საშუალება.
საქართველო არის მაღალმთიანი რეგიონი, გვაქვს საშუალება, რომ ზამთრის კურორტებზე მაქსიმუმ 2-3 საათში მივიდეთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, შესაბამისად, სწორი სეზონის საბურავით გარანტირებული გვაქვს შეუზღუდავი გადაადგილება.
რეალურად, ზამთრის საბურავების შეძენა გამართლებული ხარჯია, რადგან ზემოთ აღნიშნული არამატერიალური სარგებლის გარდა, მატერიალურადაც მოგებულ პოზიციაშია მძღოლი. ვუფრთხილდებით ზაფხულის საბურავს და სეზონური ჩანაცვლების წესის სწორად დაცვისას, ზამთრის ახალი საბურავი საშუალოდ 4-5 წელი თავისუფლად გვატარებს. დასკვნის სახით კი, ავტომფლობელებს ვურჩევთ, რომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება, დროა თქვენი ავტომობილი გადააწყოთ ზამთრის სეზონის შესაბამისად და შეცვალოთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით“, - ამბობს „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.
უახლესი
1 საათის წინ
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა2 საათის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს