დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უჯდება ბოტანიკურ ბაღს "ლეღვთახევში“ ქვათაცვენის შეჩერება

რა უჯდება ბოტანიკურ ბაღს "ლეღვთახევში“ ქვათაცვენის შეჩერება

17-10-2023 12:00:13

"ლეღვთახევში“ ქვათაცვენის შეჩერება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 6 184 372 ლარამდე უჯდება.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. თბილისში აბანოთუბნის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. "ლეღვთახევის" ხეობის ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შესაბამისი გამაგრებითი/სარეკონსტრუქცო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

„ლეღვთახევი“ წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ ზონას. ლეღვთახევის ხეობის საორიენტაციოდ 150 გრძ/მ მონაკვეთზე განვითარებულია კლდოვანი ფერდების ქვათაცვენის პროცესი და არსებობს კლდეზვავური პროცესების განვითარების საფრთხე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ტენდერის პირობების მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება შემსყიდველის 2023-2024 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან.
2023 წელს - 1 000 000 ლარი.
2024 წელს 5 184 372.83 ლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები