დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტარიფები მოქმედებს რუმინეთსა და საქართველოს შორის ბორნით ტვირთების ტრანსპორტირებაზე

რა ტარიფები მოქმედებს რუმინეთსა და საქართველოს შორის ბორნით ტვირთების ტრანსპორტირებაზე

27-06-2023 14:55:26

დღეიდან რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, საბორნე მიმოსვლა დაიწყება. კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს. აღნიშნულ მიმართულებაზე 190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი იმოძრავებს, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა  და ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს მოემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე შეიკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.

უკვე ცნობილია ტარიფები, თუ რა ფასად მოხდება როგორც ტვირთის გადაზიდვა ასევე მგზავრის გადაყვანაც. 

სატრანსპორტო საშუალების ტიპი                                        რუმინეთი - საქართველო     საქართველო - რუმინეთი

მოსაბმელი (14 მ)                                                                   1950 (EUR)                             1250 (EUR)

სამაცივრე მოსაბმელი (14 მ)                                                 1950 (EUR)                              1250 (EUR)

სამაცივრე მოსაბმელი დამტენით (14 მ)                                2100 (EUR)                            1400 (EUR)

სტანდარტული სატვირთო მისაბმელით (17 მ)                    2100 (EUR)                             1400 (EUR)

სტანდარტული სატვირთო სამაცივრე მისაბმელით (17 მ)  2100 (EUR)                             1400 (EUR)

სტანდარტული სატვირთო სამაცივრე მისაბმელით დამტენით (17 მ)  2250 (EUR)           1550 (EUR)

საავტომობილო მატარებელი (20 მ)                                      2300 (EUR)                            1900 (EUR)

სატვირთო მანქანა (10 მ)                                                      1650 (EUR)                              1050 (EUR)

მიკროავტობუსი (8 მ)                                                           700 (EUR)                                650 (EUR)

მცირე ზომის სატვირთო მანქანა  (8 მ)                               1400 (EUR)                               900 (EUR)

მანქანა მზიდი                                                                     2300 (EUR)                                1900 (EUR)

ავტომობილი                                                                      500 (EUR)                                  500 (EUR)

მოტოციკლი                                                                    300 (EUR)                                     300 (EUR)

კონტეინერი 20’                                                              800 (EUR)                                     550 (EUR)

კონტეინერი 40’                                                             1600 (EUR)                                  1050 (EUR)

სამაცივრე კონტეინერი 20'                                           950 (EUR)                                    700 (EUR)

სამაცივრე კონტეინერი 40'                                          1750 (EUR)                                   1200 (EUR)

სამაცივრე კონტეინერი დამტენით 20'                       1000 (EUR)                                   750 (EUR)

სამაცივრე კონტეინერი დამტენით 40'                      1800 (EUR)                                  1250 (EUR)

თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს გადააქვთ ტვირთი, რომელიც გადის „სახიფათო ტვირთის“ კატეგორიაში, ზემოთაღნიშნულ ტარიფები მრავლდება კოეფიციენტზე 1,5.

ტარიფში შესულია ერთი ადამიანისთვის ადგილი სტანდარტულ ნომერში და სამჯერადი კვება

გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დაჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, როგორც ეს ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.


E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები