დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მთავარ შეტყობინებას უგზავნის „ბარაქა“ ამოტრიალებული ბილბორდებით მომხმარებლებს

რა მთავარ შეტყობინებას უგზავნის „ბარაქა“ ამოტრიალებული ბილბორდებით მომხმარებლებს

04-09-2023 14:00:21

ამოტრიალებული ბილბორდების გავრცელებით კომპანია ,,ბარაქა" მომხმარებლებს სწორი არჩევანისკენ მოუწოდებს. იმისთვის, რომ ფერმერების საქმიანობა უფრო შედეგიანი გახდეს და დარგმა მეტი სარგებელი მიიღოს, ტექნოლოგიური განვითარება და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება უალტერნატივოა.

„ბარაქას“ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი სწორედ ამ საქმეს ემსახურება, ხოლო იმისთვის, რომ პოტენციური მომხმარებლების ყურადღება მიიქციოს, კომპანიის ხელმძღვანელობამ განსხვავებულ ხერხს მიმართა და ამოტრიალებული ბილბორდები გაავრცელა.

როგორც ,,ბარაქას" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი სოფო ჩუბინიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, სასურველ სეგმენტამდე სათქმელის მიტანა ორიგინალური ფორმით სცადეს, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა, მეტი ინტერესი გამოიწვია, თუმცა კონკრეტულად როგორი იქნება შედეგი, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

,,ამოტრიალებული ბილბორდების მეშვეობით გვინდოდა, მომხმარებელს მეტი ყურადღება მიექცია ტექსტისთვის. მომხმარებლები დაინტერესებულიყვნენ და მეტი გაეგოთ ჩვენი სერვისების შესახებ, რათა მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავხმარებოდით. გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა, რადგან ინტერესი ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ კონკრეტულად როგორ აისახება ეს ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე, უფრო სეზონის ბოლოს გამოჩნდება, როცა შედეგი შეჯამდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ ფერმერები.

მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა. „ბარაქა“ ასწავლის, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რაც ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის აუცილებელია. მთავარია, სწორად მივიტანოთ მესიჯი/შეტყობინება მომხმარებლამდე. პროდუქტი, რასაც ვთავაზობთ, ნამდვილად უნიკალურია და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს სოფო ჩუბინიძე.

რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქტს, რასაც ,,ბარაქა" სეზონზე მომხმარებლებს სთავაზობს, ეს არის ელექსირ ზორკას ევროპული ხარისხის სასუქებს NPK 7:21:21 და NPK 6:24:12, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

„ბარაქას ასორტიმენტში არის სხვადასხვა ფორმულირება, რისი მეშვეობითაც ფერმერს ვთავაზობთ ისეთი საკვები ელემენტებით მდიდარ სასუქს, რომელიც ნიადაგს სჭირდება და დაეხმარებათ მიიღონ უხვი და ბარაქიანი მოსავალი. აგროკომპანია ბარაქა და ფერმერები ერთად ვქმნით წარმატებას", - აცხადებენ კომპანიაში.

ბილბორდების დიზაინზე გრაფიკოს დიზაინერმა, ლიკა კოჩაძემ იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ბარაქა“ ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაზე მუშაობს.

5 წლის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ აქტიური საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო. ნოვაციებზე დაყრდნობით კომპანია ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში.

ცნობისთვის, დღეს მდგომარეობით ქვეყანაში „ბარაქას“ 13 ფილიალია, სადაც 120-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები