2023 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,114 ერთეული შეადგინა და წინა წლის III კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 11%-ით, 549 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს.
ირკვევა, რომ III კვარტალში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 7%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.
III კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა.
2023 წლის III კვარტალში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია