Vipexpress Company, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 29 წელია ოპერირებს, ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების შემოტანაზეა ორიენტირებული.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიქუჩაძემ განაცხადა, დღეისათვის ბაზრების დივერსიფიცირება დღის წესრიგში არ დგას და კომპანია ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას განაგრძობს, თუმცა სამომავლოდ კომპანიის მენეჯერი ბიზნესის დივერსიფიცირებას და ახალი საიმპორტო ბაზრების დამატებას არ გამორიცხავს.
„ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული. ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება წლების მანძილზე კარგად დავამუშავეთ და მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. წელს გაფართოებას არ ვგეგმავთ, თუმცა სამომავლოდ შესაძლოა გავფართოვდეთ და საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებიდანაც დავიწყოთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
ირკვევა, რომ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მხრივ დღეისათვის ყველაზე ხელსაყრელი და შესაბამისად მოთხოვნადი სახმელეთო გზით ტრანსპორტირებაა.
„ყველაზე მოთხოვნადი სახმელეთო გადაზიდვებია, რადგანაც სუეცის არხი ისევ ჩაკეტილია და კონტეინერებს აფრიკის შემოვლით უწევთ ტრანსპორტირება, ცხადია ამ ფონზე ყველას უნდა, რომ მალე მიიღოს ტვირთი“, - ამბობს Vipexpress Company-ს ხელმძღვანელი.
ნუგზარ მიქუჩაძის თქმით, სახმელეთო გადაზიდვების შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 25-30 დღის ვადაში ჩამოდის, მაშინ როდესაც საზღვაო გზით ტრანსპორტირებას უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
ირკვევა, რომ სახმელეთო გადაზიდვებისთვის გაზაფხულიდან უფრო ხელსაყრელი პერიოდი დგება და დღეის მაჩვენებლებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Vipexpress Company-ს მიერ ჩინეთიდან სახმელეთო გზით ჩამოტანილი ტვირთების მოცულობა 100%-იან ზრდას აჩვენებს.
Vipexpress Company-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩინეთიდან საქართველომდე საჰაერო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას 7-10 დღე სჭირდება
უახლესი
9 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით