საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით წელს საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართა.
ოლიმპიადის ფარგლებში სამი ტური ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 16 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ფინალურ ტურში 2 500 მოსწავლე გადავიდა.
ოლიმპიადის ფარგლებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა, რომლებმაც როგორც ოქროს ტურში, ასევე სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში მაქსიმალური ქულები დააგროვეს. „ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ:
„ევერესტის“ გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, ფინალური ტურის მონაწილეები კი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის შექმნას, განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შემეცნებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობები და თითოეულ მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინიციატივაში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ამ სეზონზე ოლიმპიადას კვლავ შემოუერთდნენ მოსწავლეები გალიდან, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს ინიციატივის ინკლუზიურ ხასიათს და მასშტაბს. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები