დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველა სერვისი, რომელსაც სააგენტო სთავაზობს მეწარმეებს, აბსოლუტურად გაციფრულებულია - მიხეილ ხიდურელი

ყველა სერვისი, რომელსაც სააგენტო სთავაზობს მეწარმეებს, აბსოლუტურად გაციფრულებულია - მიხეილ ხიდურელი

14-12-2023 20:00:16

ყველა სერვისი რომელსაც სააგენტო სთავაზობს მომხმარებელს, მეწარმეებს არის აბსოლუტურად დიგიტალიზებული, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სმაყაროში გამოიყენება სააგენტოში უკვე წარმატებით დანერგილია.

რა თქმა უნდა ყველაფერი მოდის ჩანაფიქრიდან. სწორი პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით გატარდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვისა და ექსპორტისთვის, ნელნელა იქცა დიდ ინსტიტუციად. თავიდან იყო მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც შემდგომ დაემატა ექსპორტის პროგრამები და მოხდა ორი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და Invest in Georgia-ს შერწყმა.

როგორც ხდება ხოლმე, ამ შერწყმების დროს დიდი კომპონენტი ბიუჯეტურადაც და ზოგადად შინაარსითაც რა თქმა უნდა ცოტათი ჩრდილავს ხოლმე პატარა კომპონენტს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. Invest in Georgia-ს ბრენდს ამ პერიოდისთვის, საკმაოდ დაბალი ცნობადობა ჰქონდა, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ყველა მიმართულებით თანაბრად განვითარებაზე. 

მაშინ სააგენტოში 40 ადამიანი ვიყავით, დღეს უკვე 110 თანამშრომელი გვყავს. ჯამში, ბიუჯეტის კუთხითაც  თუ შევხედავთ ₾50-70 მლნ-დან დღეს ასულები ვართ ₾300-მლნზე და იყო მომენტები, როდესაც ნახევარ მილიარდამდეც ავედით, თუმცა აქ თანხას არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ამ თანხის  ეფექტურად გახარჯვას და სწორედ ამიტომ ბოლო წლები შევეცადეთ, რომ აბსოლიტურად ყველა მიმართულების ინსტიტუციონალიზაცია გაგვეკეთებინა, იქნება ეს მეწარმეობა, ექსპორტი თუ ინვესტიციების მოზიდვა. ყველა მიმართულება მთლიანად გაციფრულებულია. ანუ ყველა სერვისი რომელსაც სააგენტო სთავაზობს მომხმარებელს, მეწარმეებს არის აბსოლუტურად დიგიტალიზებული - გამოფენაზე დარეგისტრირება, სერვისის მიღება, ტრენინგი, აპლიკაციის შევსება, ყველაფერი ხდება ციფრულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარია, ყველა მიმართულების ეკონომიკური ეფექტის გაზომვა ხდება.

ჩვენ გვაქვს სპეციალური დეტარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია  სკამაოდ მაღალი კვალაიფიკაციის მქონე თანამშრომლებით. რომლებიც თითოეულ მიმართულებას - მეწარმეობას, ექსპორტს, ინვენსტიციებს ზომავენ ცოცხალ რეჟიმში. ასევე ადგენენ იმას, თუ რა ეფექტი აქვს  თითოეულ ჩვენს დახარჯულ ლარს, აქტივობასა და მოუტანა თუ არა ამან შემოსავალი კომპანიას გამოფენაზე დასწრების შემდეგ, ჰქონდა თუ არა ეფექტი თანადაფინანსებას, სესხის პროცენტის გარანტიას, გენდერული ბალანსი როგორ გვაქვს დაცული, ხომ არ ჭარბობენ კაცი მეწარმეები. ამას ვაკონტროლებთ და  შემდეგ ამ ანალიზზე დაყრდნობით ვიღებთ სწორ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება ზოგადად ინვესტიციების ნაწილს, აქაც შევეცადეთ, რომ მსოფლიოში მოგვეძებნა ყველანაირი სერვისი და  ხელსაწყო რაც აქვთ მსფოლიოს წამყვან საინვესტიციო სააგენტოებს და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სმაყაროში გამოიყენება სააგენტოში დანერგილია წარმატებულად და ეს გახდა ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სტრატეგია გადაჭარბებით შევასრულეთ“,- ამბობს ხიდურელი.

მისივე თქმით, იმავდროულად BPO სექტრორში გაორმაგდა დასაქმების მაჩვენებელი, ანუ 3 000 ადამიანი თუ უნდა დასაქმებულიყო შემოტანილი ინვესტიციების შედეგად, დასაქმდა 6 000.

„სასიამოვნოა, რომ გაორმაგდა დასაქმების მაჩვენებელი - თუ 3 000 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო ახლად შემოყვანილ ინვესტორ კომპანიებში, დასაქმდა 6 000. ოღონდ ეს არ არის უბრალო დასაქმება, ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელფასები, 2 500-3 000 ლარი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინსტიტუციის გაძლიერების შემდეგ, დღეს გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, როცა ჩვენ უკვე სხვა ქვეყნებს ვუზიარებთ გამოცდილებას და რასაც უკვე საკონსულტაციო სახე მიეცა“, ამბობს ხიდურელი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები