დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი ორი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ყაზახეთი ორი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

21-05-2023 10:00:14

საპროგნოზო სიმძლავრის ბალანსის მიხედვით, ყაზახეთი 2,8 გიგავატამდე სიმძლავრის ორი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.

ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული ენერგიისა და მრეწველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გულმირა მურსალოვამ განაცხადა.

„ამჟამად მოსახლეობას ბევრი კითხვა აქვს გარემოსთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველ რიგში ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოება. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ასევე საერთაშორისო მარეგულირებლების წარმომადგენლები, ატომური ელექტროსადგურის სამშენებლო მოედანზე მზადყოფნის შესაფასებლად მოდიან“, - აცხადებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მურსალოვამ აღნიშნა, რომ ყაზახეთი არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის ზედამხედველობით განხორციელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები