პრეზიდენტის მხრიდან აშკარა პირდაპირი ზეწოლაა ეროვნულ ბანკზე, რომ ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თავად პრეზიდენტი თვლის საჭიროდ, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არის ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის დისკრედიტების მცდელობა და მეორე მხრივ რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნება და რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკოს მიცემა.
„ნელ-ნელა უფრო ჭირს აიხსნას პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ქმედებები. ორი რამეა ფაქტი, ერთია, რომ ზოგადად პრეზიდენტის მხრიდან აშკარა პირდაპირი ზეწოლაა ეროვნულ ბანკზე, რომ ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თავად პრეზიდენტი თვლის საჭიროდ. ამიტომ ზეწოლას ახდენს ეროვნულ ბანკზე, მათ შორის გვახსოვს მისი ადმინისტრაციის განცხადება, რომ კანდიდატებს მანამ არ წარადგენდა პარლამენტში, სანამ ეროვნული ბანკი არ მიიღებდა პრეზიდენტისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. ეს არის პირდაპირი ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველას შევახსენებ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტის მიმართ არის ანგარიშვალდებული ორგანო. ამიტომ საქართველოს პარლამენტის და პირადად ჩემი ვალდებულებაცაა, რომ როდესაც ხდება ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში და პირდაპირი შანტაჟი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევს თუ არ დაემორჩილებიან მის ნებას და მისი ნების შესაბამისად არ დაადგენენ წესებს, ეს არის პირდაპირი ჩარევა და მნიშვნელოვანია, რომ მან ასეთი ჩარევა შეწყვიტოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება17 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?22 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა