საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაგაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
მათ შორის, სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულკომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება - 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციისმოცულობა - 26,9 მლნ აშშ დოლარი.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემისფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმაკერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე.
სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარისელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენსაქართველოში.
ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ კვტ სთენერგიის გამომუშავებას ჩვენი ქვეყნისთვის ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამპროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ასევე, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციისმოცულობა - 218 მლნ აშშ დოლარი.
უახლესი
3 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება17 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?22 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა