ამიერკავკასიის მასშტაბით სარემონტო ხარჯთაღრიცხვა • kvadrat.ge პირველი კომპანიაა, რომელმაც ბაზარს სარემონტო ხარჯთაღრიცხვის სერვისი შესთავაზა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია ბერუაშვილი Business Insider Georgia – თან აცხადებს, ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშება ხდება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით და მაქსიმალური სიზუსტით, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცდომილებას.
kvadrat.ge ანალოგიურ მომსახურებას უკვე სხვა ქვეყნებსაც შესთავაზებს, რაზეც აქტიური მუშაობა დაწყებულია.
,,ჩვენი კომპანია ინოვაციურია, ახალი სიტყვა ბაზარზე, რაც დიდ ინტერესს იწვევს. კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ ვითვლით, არ ვარემონტებთ, შესაბამისად არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. ვემსახურებით ბანკებს, ჩვენი კლიენტები არიან როგორც კორპორატიული, ასევე საცალო სეგმენტი. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ გლობალურ პროექტებზე, ვგეგმავთ მომსახურების ექსპორტს, ვაახლებთ პროგრამას, რომელსაც სხვა ქვეყნებში გავიტანთ.
ამდენად, kvadrat.ge პირველი ქართული ბრენდი იქნება, ონლაინ პროდუქტი, რომლის პროგრამა საერთაშორისო ბაზარზე გავა. ჩვენი პროექტი საქართველოში დიდ ინტერესს იწვევს, იმავეს ველოდებით გლობალურ ბაზრებზეც“, - აცხადებს ილია ბერუაშვილი.
ცნობისთვის, kvadrat.ge საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა, პირველი ორი წელი ხდებოდა პროგრამისა და სარემონტო ნორმების დაწერა, დაახლოებით 2020 ბოლოდან უკვე შესაძლებელი გახდა ხარჯთაღრიცხვის მიღება.
უახლესი