დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Pfizer Inc (PFE)-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა

Pfizer Inc (PFE)-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა

13-10-2024 12:21:00

გიზიარებთ ბლოგს: Pfizer Inc (PFE)-ის აქციების ფასი 3%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჰეჯ ფონდმა Starboard Value $1 მილიარდის ღირებულების აქცია შეიძინა, კომპანიის ყოფილი აღმასრულებლები დაიქირავა და კომპანიის გაჯანსაღების მიზნით ცვლილებები დაისახა.


გლობალურმა პანდემიამ Pfizer Inc (PFE)-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა, რადგან სწორედ მან შეიმუშავა პირველი COVID-19 ვაქცინა. 2021 წლის დეკემბერში აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს, $61,25-ს მიაღწია, რაც COVID-19 ვაქცინისა და ანტივირუსული სამკურნალო საშუალების, Paxlovid-ის წყალობით მოახერხა. მედიკამენტი მილიარდობით ადამიანს დაეხმარა, დაბრუნებოდნენ სამსახურს, სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. 2022 წელს კი, $100 მილიარდის გაყიდვებით კვლავ შეძლო რეკორდულ ნიშნულთან მიახლოება.


თუმცა, როცა კრიზისი შემსუბუქდა, კომპანია გამოწვევების წინაშე დადგა. წამლის მწარმოებელმა მას შემდეგ დაახლოებით $180 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა და აქციების ფასიც 50%-ზე მეტით შემცირდა. 


ორშაბათს სავაჭრო ბირჟის გახსნისას, Pfizer Inc (PFE)-ის აქციების ფასი $30-ს ჩამოსცდა. კლება კომპანიის მხრიდან არასწორად გათვლილ მოლოდინს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც COVID-19 პროდუქტებზე პოსტ-პანდემიური პერიოდისთვის მოთხოვნა გადაჭარბებულად შეფასდა. შარშან ფაქტმა შემოსავლების დაახლოებით $58,5 მილიარდამდე ვარდნა გამოიწვია.


აღსანიშნავია ისიც, რომ Pfizer Inc (PFE) გამოწვევებს დაბალი ფასის მქონე კონკურენტებისგანაც აწყდება, მათ შორის არიან ანტიკოაგულანტების მწარმოებელი Eliquis და ართრიტის სამკურნალო Xeljanz. მაშინ როცა Eli Lilly და Novo Nordisk ჭარბ წონასთან ბრძოლის წამლების მზარდ ბაზარზე ლიდერობენ და მათი გაყიდვები სავარაუდოდ მალე $130 მილიარდს მიაღწევს, Pfizer Inc (PFE)-ის წონაში კლების აბმა მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო. კომპანია ამჟამად დღეში ერთჯერადად მისაღები აბის შექმნაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ ამგვარად, მოწინავე კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას წარმატებით შეძლებს.


როგორც ცნობილი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ Pfizer Inc (PFE)-მა ცოტა ხნის წინ ხარჯების შემცირების ახალი გეგმა გამოაცხადა, როგორც ჩანს, Starboard Value დამატებით ცვლილებებსაც გეგმავს.


Wall Street Journal-ის თანახმად, Starboard Value დაიქირავებს Pfizer Inc (PFE)-ის ყოფილ აღმასრულებლებს, იან რედსა და ფრენკ დ’ამელიოს. რედი 2010-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა და ფოკუსირებული იყო ვაქცინებისა და კიბოს დაძლევის მიმართულებაზე. დ’ამელიო კი ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე 2007-2021 წლებში მუშაობდა.


Pfizer Inc (PFE)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.


 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები