დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოჯახური“ წარმოების ახალ ხაზს ქმნის

„ოჯახური“ წარმოების ახალ ხაზს ქმნის

04-09-2024 11:00:00

ქართული საწარმო „ოჯახური“ ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია მომხმარებელს სანელებლების ახალ ხაზს - შებოლილ საკმაზებს სთავაზობს. 

კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ Business Insider Georgia-სთან „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.

„შებოლილი სუნელი ჩვენი მომხმარებლისთვის სიახლე არაა. რამდენიმე წლის წინ მომხმარებელთა განსაკუთრებული თხოვნით დავამატეთ შებოლილი პაპრიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სანელებელია. 

ამჯერადაც თავად ბაზარმა გვიკარნახა რა სიახლე შეგვემატებინა ჩვენი ასორტიმენტისთვის. 7 ახალი პროდუქტი დაგვემატა და შებოლილი საკმაზების ცალკე ხაზი შევქმენით: შებოლილი ქინძი, შებოლილი ნიორი, შებოლილი დაღერღილი პომიდორი, შებოლილი შავი პილპილი, შებოლილი ხახვის ფანტელი, შებოლილი საკმაზი ომლეტისთვის, შებოლილი საკმაზი მწვადისთვის.

თითოეულ საკმაზს თავისი უნიკალური და დამახასიათებელი არომატი აქვს, სუნელი, რომელიც აქამდე არც ერთ გემოს არ ჰგავს. შებოლილი საკმაზები დიდი პოპულარობით სარგებლობს საბერძნეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

მას ვისაც კულინარიაში ექსპერიმენტები უყვარს, სიახლეებს არ უშინდება და კულინარიულ სამყაროში მოგზაურობისთვის მზად არის, ვურჩევთ აუცილებლად გაუსინჯოს არომატი შებოლილ საკმაზებს.

რაც შეეხება ახალი პროდუქციის ღირებულება, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ღირებულება დაახლოებით 3₾-დან 6.50₾-მდე მერყეობს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ, მარკეტებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვფიქრობთ უახლოეს კვირებში მსხვილ ქსელურ მარკეტებში სტენდებზე ჩვენი ახალი საკმაზების ხაზეც გამოჩნდება“, - აცხადებს სალომე ნეფარიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები