დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა - უმოქმედო სესხების პროცენტულობა ისტორიულად დაბალია

ნათია თურნავა - უმოქმედო სესხების პროცენტულობა ისტორიულად დაბალია

27-12-2023 14:55:00

კაპიტალის დონე გაზრდილია, ლიკვიდურობა არის ადეკვატური, უმოქმედო სესხების პროცენტულობა არის ისტორიულად დაბალი და საბანკო სისტემა მდგრადი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა ახლახან გამოაქვეყნა სტრეს ტესტი, რომელიც საბანკო სისტემას უტარდება და სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორის შემთხვევაში აფასებს, რამდენად გაუძლებს ბანკები შოკებს და რამდენად არის გაზრდილი მათი მდგრადობა.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ეკონომიკის, მოსახლეობის, ბიზნესის გადახდისუნარიანობა, შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ სესხებს ან ახალი სესხები აიღონ. ამ კუთხით, ეკონომიკური ზრდა ახალ შემოსავლებს უჩენს მათ. ახლა არის კარგი დრო შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, დავწიოთ საპროცენტო განაკვეთები ლარის რესურსზე და მეტი დაფინანსება წარიმართოს ბანკებიდან ეკონომიკაში“, - დასძინა მან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები