მზა „სადილის“ მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსი“ კუბის ბაზარზე შევიდა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა ამიკა კალანდიამ განაცხადა, 2024 წელს „ჯეონატურალსის“ გაყიდვები 20%-ით გაზარდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც მოახერხა შესვლა.
„2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი ზრდა გაქვს, საუბარია როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების ზრდით. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ სუპერმარკეტების ახალ ქსელებში შევედით, როგორიცაა „მაგნიტი“, „ზღაპარი“. ამ მხრივ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ ასევე „დეილისთან“, „გვირილასთან“, „ორ ნაბიჯთან“, „სპართან“ და იმედი გაქვს, რომ 2025 წელს ამ ქსელებშიც ვიქნებით წარმოდგენილები. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის დასაწყისში შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამას დაემატა უკრაინასა და კუბაში ექსპორტი. კუბაში ჯერჯერობით საცდელი პარტიები გადავიზიდეთ და ვაკვირდებით. ჩვენგან პროდუქცია კომპანიამ გაიტანა, რომელიც შემდგომ მას იქაურ სუპერმარკეტების ქსელს მიაწვდის. ზოგადად, საექსპორტო ბაზრებზე ჩვენ სუპერმარკეტებთან კომუნიკაცია არ გაქვს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, „ჯეონატურალსის“ პროდუქცია იყიდება „ობას“ და „გრანდ მარტის“ ქსელებში.
„ჯეონატურალსის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2024 წელს წარმოებული პროდუქციის 10%-ი ექსპორტზე გავიდა, ხოლო 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა.
„2025 წლისთვის ექსპორტის ზრდას ვგეგმავთ, თებერვალში წარვდგებით დუბაიში დაგეგმილ გამოფენაზე და იმედი გაქვს, რომ წინა პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები გაგრძელდება და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშიც განვახორციელებთ ექსპორტს. ასევე, ზაფხულში მივემგზავრებით აშშ-ში გამოფენაზე და იმედი გაქვს, რომ ამ ბაზარზეც წარმატებებს მივაღწევთ. რადგანაც ამერიკაში პროდუქციის გატანაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გაქვს ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს ამიკო კალანდია.
ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების და ექსპორტის ზრდის პარალელურად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოებაც. როგორც ამიკო კალანდია განმარტავს, იმ გეგმებს, რაც გეგმებიც „ჯეონატურალსს“ გააჩნია არსებული სიმძლავრეები არ ყოფნის.
„ამიტომ უკვე შეძენილი გაქვს ახალი დანადგარები. თვითონ საწარმოს შენობის გაფართოებასაც ვაპირებთ. ამ გაფართოებისთვის დაახლოებით 0,5 მლნ ლარის ინვესტირებას ვარაუდობთ.
რაც შეეხება ასორტიმენტს, ჯერჯერობით მისი გაზრდა არ იგეგმება, რადგანაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ირკვევა, რომ “სადილის“ ასორტიმენტში დღეისათვის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებია: მოშუშული ხორცი, ლობიო და ოსტრი
უახლესი
16 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს17 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს