ბიზნესის გაციფრულება კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენი დაფარვის ზონას, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან კომპანია „რძის ლაბორატორიის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარიამ ჭუბაბრია.
„რძის ლაბორატორიის“ პროდუქციის შეძენა უკვე ონლაინიცაა შესაძლებელი. კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური რძის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს კომპანიის საიტზე www.milklab.ge და ასევე ვოლტის მეშვეობით შეუძლიათ.
„რძის ლაბორატორია“ არის „ყვარლის ბაგას“ პარტნიორი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. „ყვარლის ბაგა“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფერმაა, რომელიც 2000 ზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხით და საუკეთესო აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული.
„პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ „ყვარლის ბაგას“ უმაღლესი ხარისხის ნამდვილი რძისგან, ყოველგვარი ფხვნილის, დანამატის თუ კონსერვანტის გარეშე, საუკეთესო დანიური დედოს გამოყენებით. გვაქვს ასევე ISO სერტიფიკატი და HACCP -ის ევროპული სტანდარტები.
„რძის ლაბორატორიის“ ასორტიმენტი შედგება 27 სახეობის რძის პროდუქტისგან, რომელიც იყიდება „კარფურის“ დიდ სუპერმარკეტებში, „ბლაუნშტაენში“ და ასევე „წისქვილის ბაზარში“, - აცხადებენ კომპანია „რძის ლაბორატორიაში“.
კომპანია საცალო გაყიდვების გარდა, თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Samzeo Hotels, სკა, სმარტი, პარაგრაფი და სხვა.
„ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ მუდამ ვინარჩუნებთ უმაღლეს ხარისხს, რაც მომხმარებლის მუდმივ ზრდას განაპირობებს. ჩვენი მომხმარებელია ის ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ხარისხზეა ორიენტირებული.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ასპექტით ქართულ ბაზარზე ნამდვილად უკონკურენტოები ვართ“, - განმარტავს „რძის ლაბორატორიის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარიამ ჭუბაბრია.
უახლესი
2 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს7 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები15 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები17 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს