World Gold Council-ის (WGC) წინასწარი შეფასებით, მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა თებერვალში ოქროსა და სავალუტო რეზერვებისთვის 19,1 ტონა ოქრო შეიძინეს. აღნიშნული მაჩვენებელი კი იანვრის განახლებულ შედეგებზე (45,4 ტონა) 2,4-ჯერ ნაკლებია, თუმცა ზრდა ზედიზედ 9 თვე გაგრძელდა.
თებერვალში ჩინეთმა მარაგისთვის 12,1 ტონა ოქრო შეიძინა, ინდოეთმა - 5,6 ტონა. მსხვილ მყიდველებს შორის არიან ყაზახეთი (5,8 ტონა), თურქეთი (4,2 ტონა) და სინგაპური (2,1 ტონა), ხოლო ჩეხეთმა, კატარმა და ყირგიზეთმა კი 1-2 ტონა შეიძინეს.
„მოთხოვნის მამოძრავებელი ძალად განვითარებადი ქვეყნების ბანკები რჩება, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი,” აღნიშნავს WGC ანალიტიკოსი კრიშან გოპაული თავის მიმოხილვაში.
„თებერვალში სარეზერვო შევსების შენელებულმა ტემპმა მცირე გავლენა მოახდინა ცენტრალური ბანკების შესყიდვების საერთო ტენდენციაზე.”
თებერვალში ყველაზე მსხვილი გამყიდველი უზბეკეთი იყო, რომელმაც თავის მარაგებში ოქროს მოცულობა 11,8 ტონით შეამცირა. ასევე, მნიშვნელოვანი მოცულობა (3,9 ტონა) იორდანიის ცენტრალურმა ბანკმა გაყიდა.
უახლესი