დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

30-08-2023 15:40:28

მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის შესახებ. 

განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო  ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს.

ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა,    წყალსაცავის  მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით.

მორწყვის სეზონზე  მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები