„ივლისში მანჰეტენზე გაქირავების ფასმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ივლისის საშუალო თვიური ქირა იყო $5,588, 9%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით, რაც ახალი რეკორდია", - აღნიშნულის შესახებ CNBC-ი წერს.
ეს არის მეოთხე შემთხვევა ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც მანჰეტენის ქირამ ახალ რეკორდს მიაღწია.
მანჰეტენში საშუალო ქირა ახლა 30%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.
ჯონათან მილერმა, შემფასებელი და კვლევითი ფირმის Miller Samuel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ აგვისტოში შესაძლოა, ქირის ახალი რეკორდი დაფიქსირდეს, რადგან ეს, პერიოდი როგორც წესი, პიკია - სექტემბერი ,,ქირავნობის თვეა", რაც განპირობებულია იმით, რომ ოჯახები სასწავლო წლის დაწყებამდე ლოკაციას სწრაფად იცვლიან.
ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების პროგნოზით ქირის ზრდის ტენდენცია მზარდი იქნება. აშშ-ს აღწერის მონაცემებით 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისამდე უბნის მოსახლეობა 400 000-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მონაცემებზე ნაკლებია.
უფრო მეტიც, მანჰეტენზე ოფისები ნახევარზე ნაკლებია დაკავებული. დისტანციური მუშაობის გამო ივლისის ბოლოს ნიუ-იორკის ოფისების მხოლოდ 48% იყო დაკავებული.
მოსახლეობის შემცირებისა და დისტანციური სამუშაოების ზრდის მიუხედავად, მანჰეტენზე ქირა კვლავ იზრდება. ბროკერები ამბობენ, რომ გასაყიდი ბინების ნაკლებობამ, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, შესაძლო მყიდველი აიძულა არჩევანი ქირავნობაზე გაეკეთებინათ.
ბროკერები ამატებენ, რომ გასულ წელს ქირის 30%-დან 40%-მდე გაზრდის შემთხვევაშიც კი, ბევრმა დამქირავებელმა დარჩენა არჩია, რამაც ასევე მიწოდება. შეზღუდა.
უახლესი