სულ მალე, მახინჯაურში ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი აღდგება და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა.
„მზიური გარდენსი“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კურორტი კომპლექსის მობინადრეებსა და ვიზიტორებს სამკურნალო თერმულ წყლებსა და უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს შესთავაზებს.
პროექტს „მზიური გარდენსთან“ ერთად ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.
„მზიური გარდენსში“ საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-ანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Crown Plaza განთავსდება, რომელიც 180 ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „მზიური გარდენსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნასყიდაშვილმა განუცხადა, „მზიური გარდენსში“ წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დასრულდება, ხოლო რაც შეეხება სასტუმრო Crown Plaza-ს ამოქმედებას, 2024 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში „მზიური გარდენსი“ 600 აპარტამენტს გააერთიანებს, რომლის დაახლოებით 80%-ი უკვე რეალიზებულია.
მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ "მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.
მთლიანობაში პროექტი მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას.
„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, სპეციფიკური ლანდშაფტი, ენდემური ჯიშის მცენარეები და ბალნეოკურორტი, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკ ლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
პროექტის „მზიური გარდენსი“ ჯამური საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ “მზიური გარდენსის” ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.
სწორედ ინვესტორი კომპანიის მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას. უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო, ინვესტორის და დამფუძნებლების მიერ პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია.
Crowne Plaza არის მაღალი კლასის სასტუმროების ბრიტანული ქსელი, რომლის სათაო ოფისი გაერთიანებულ სამეფოშია. ის წარმოადგენს InterContinental Hotels Group (IHG) ბრენდების ნაწილს, რომელიც მოიცავს InterContinental Hotels & Resorts-ს და Holiday Inn Hotels & Resorts-ს და მუშაობს თითქმის 100 ქვეყანაში 431-ზე მეტი სასტუმროთა და 118,000 ნომრით, როგორც წესი, მდებარეობს ქალაქში. ცენტრები, კურორტები, სანაპირო ქალაქები ან დიდ აეროპორტებთან ახლოს.
უახლესი