დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაკ & ჩიზი“  წლის ბოლომდე ფილიალებს ბათუმსა და ქუთაისში გახსნის

„მაკ & ჩიზი“ წლის ბოლომდე ფილიალებს ბათუმსა და ქუთაისში გახსნის

29-07-2024 17:00:00

კვების ახალი ობიექტი „მაკ & ჩიზი“ სწრაფად ვითარდება. სწრაფი კვების რესტორანი ერთი წელია რაც ბაზარზეა და წლის ბოლომდე კიდევ 5  ფილიალის დამატებას აპირებს. მათ შორის რეგიონების მიმართულებითაც.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი იოსებ კაპანაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რეგიონებში სტარტს ბათუმიდან აიღებენ, სადაც მაკ & ჩიზის ტიპის სერვისებზე დიდი მოთხოვნაა. ასევე წლის ბოლომდე ფილიალს გახსნიან ქუთაისშიც. 

„ამ დროისთვის  „მაკ & ჩიზი“ თბილისში ორი ობიექტითაა წარმოდგენილი. თბილისში ვგეგმავთ რესტორნის გახსნას, სადაც ჩვენი სერვისის მომხმარებლები ოჯახებით მოვლენ. ამასთან გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში „მაკ & ჩიზის“ წარმადობა და გაყიდვები გაორმაგდა. ახლაცზაფხულის სეზონზე პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. გვაყავს უცხოლი მომხმარებლები, ტურისტები. რომ შევაფასო, მოთხოვნა არის და გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს იოსებ კაპანაძე. 

რაც შეეხება „მაკ & ჩიზის“ პროდუქციას, კერძებისათვის ქართული და იმპორტული პროდუქცია გამოიყენება: მაკარონი იტალიიდან შემოაქვთ, სხვადასხვა სოუსი - ამერიკიდან, ხოლო სენდვიჩებისათვის პური და ბეკონი ადგილობრივია.

ცნობისთვის, „მაკ & ჩიზის“ ფილიალი ფალიაშვილის 18-სა და „ბაზარი ორბელიანის“ ტერიტორიაზე  მდებარეობს, კერძების ფასები კი 9.90-დან 19.90-ლარამდეა. რესტორნის საწყისი ინვესტიცია 150 000-ლარამდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები