LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) ჯგუფის პრეზიდენტმა, ბერნარ არნომ, დღეში 11,2 მილიარდ დოლარი დაკარგა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კომპანიის აქციები 5%-ით დაეცა იმის შიშით, რომ აშშ-ში ეკონომიკური მდგომარეობა ფუფუნების პროდუქტებზე მოთხოვნას შეამცირებს.
მიუხედავად ასეთი ვარდნისა, ფრანგი ბიზნესმენი, რომლის ქონებაც თითქმის 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.
ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, LVMH-ის შემოსავალი, მოგება და აქციები ყველა დროის მაღალ დონეზეა. არნოს ქონება ბოლო 12 თვის განმავლობაში გაიზარდა 53 მილიარდი დოლარით, რაც მას ყველაზე დიდ მოგებას აძლევს მილიარდერებს შორის.
უახლესი