დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

08-01-2024 13:11:00

Galt & Taggart-ის  1-5 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად შემცირებულია. გაძვირდა მხოლოდ Georgia Capital-ის აქციები.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 38.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.27% წინა კვირასთან შედარებით და +12.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 165 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 - 40.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.41% წინა კვირასთან შედარებით და +1.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 120 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.95 - 28.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.76% წინა კვირასთან შედარებით და +1.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.9 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.14 - 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 146 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები